ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტური პარტია იმარჯვებს

30 სექტემბერი 2024, 13:44 221 ნახვა

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ გაიმარჯვა.“თავისუფლების პარტიას“ ხმების 29%-ზე მეტი აქვს, ხოლო  მმართველი  კონსერვატიული „ავსტრიის სახალხო პარტია“ ამ დროისთვის 26,5%-ით მეორე ადგილს იკავებს.

ხმების დათვლის დროს გაითვალისწინეს ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების უმრავლესობა, თუმცა დარჩენილი ხმების დათვლა, სავარაუდოდ 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„თავისუფლების“ პარტიას უმრავლესობის ფორმირებისა და მთავრობის დაკომპლექტებისთვის კოალიციის შექმნა დასჭირდება, თუმცა ამჟამად სხვა პარტიების ლიდერები ულტრამემარჯვენეებთან კოალიციის შექმნაზე უარს აცხადებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი