ვლადიმერ პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აფხაზეთს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში აღნიშნულია, რომ რუსულ-აფხაზური ურთიერთობები მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე წარმატებით ვითარდება.
პუტინი კოლეგას ასევე აცნობებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება და რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დახმარებას სახელმწიფოებრივი განვითარების პრობლემების გადაჭრაში.