ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქალაქეთა ახალი მისაღები გაიხსნა

28 სექტემბერი 2024, 17:24 211 ნახვა

ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქალაქეთა ახალი მისაღები გაიხსნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომსახურების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სივრცე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა.

უწყების ცნობით, განახლებული მისაღები, სადაც მომსახურების 3 ავტონომიური ფანჯარაა, საშუალებას მისცემს გენერალურ საკონსულოს, მოახდინოს საკონსულო ოლქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ეფექტიანი და სწრაფი მომსახურება. ნიუ იორკში გენერალური საკონსულო აშშ-ის 25 შტატს აერთიანებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი