მიხეილ შარაშიძის პირველ ჩიხში მცხოვრებეები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

10 აპრილი 2017, 00:00 2811 ნახვა

მიხეილ შარაშიძის პირველ ჩიხში მცხოვრებეები  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ. მათი თქმით, სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების არარსებობის გამო წვიმის დროს დასახლება იტბორება. მოსახლეობა გარე განათების ბოძებისა  და ნაგვის ურნების დადგმასაც ითხოვს.

აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის  საორგანიზაციო მდივანი იმყოფებოდა.  მამუკა ქობულაძე ქალაქის მერიას პრობლემის მოგვარებას თხოვს.

მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ პირად საუბარში კი განმარტავენ,  რომ  დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება პროექტის დასრულების შემდეგ დაიწყება. გარე განათების ბოძები კი უახლოეს პერიოდში დაიდგმება.

ამავე კატეგორიაში