ახალი სასპორტი სკოლა ღორჯომში

28 სექტემბერი 2024, 12:16 128 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორჯომში, 120 მაყურებელზე გათვლილი სავარჯიშო და საშეჯიბრო დარბაზი გაიხსნა. სპორტულ სკოლაში ჭადრაკის და მაგიდის ჩოგბურთის სივრცე, ასევე სატრენაჟორო დარბაზი, სამედიცინო კაბინეტი და მწვრთნელების ოთახი ფუნქციონირებს. ახალი სასპორტო სკოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა და დაათვალიერა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში