წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. ,,ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ღორჯომის მოსახლეობას შეხვდა და პარტიის ღირებულებებზე, მშვიდობის უალტერნატივობაზე, არსებულ მიღწევებსა და დასახულ გეგმებზე ისაუბრა. მოსახლეობასთან შეხვედრაზე ხულოში განხორციელებული პროექტები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრას ,,ქართული ოცნების” დელეგატები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, მერიისა და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.