ინფორმაციის თავისუფლების დღე

28 სექტემბერი 2024, 12:04 181 ნახვა

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტიანი ინსტიტუტის არარსებობა.
ლევან იოსელიანის განცხადებით, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების წინაშე, რადგან დაგვიანებით გაცემულმა ინფორმაციამ, შესაძლოა, საზოგადოებისთვის დაკარგოს თავდაპირველი ღირებულება და ხელი შეუშალოს მათ საქმიანობის განხორციელებაში: საქართველოს სახალხო დამცველი წლებია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას საჯარო ინფორმაციის დაცვის სტანდარტის გასაუმჯობესებლად ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებისკენ, რაც სხვა საკითხებთან ერთად უზრუნველყოფს ეფექტიანი და დამოუკიდებელი საზედამხედველო მექანიზმის შექმნას“, - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი