ქართული კულტურის დღეები კოპენჰაგენში

27 სექტემბერი 2024, 20:02 160 ნახვა

„ბასიანის“ მასტერკლასი კოპენჰაგენში. ფოლკლორული ანსამბლის წარმომადგნელებმა ქართული ხალხური სიმღერების ლექცია-მასტერკლასი  წმინდა ანას სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ჩაატარა. შეხვედრის შემდეგ სკოლის სტუდენტებმა და ანსამბლმა „ბასიანმა“აჭარული „განდაგანა“ და დანიური სიმღერა ერთობლივად შეასრულეს.

ლექცია-მასტერკლასი, დანიის სამეფოში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით,  კოპენჰაგენში, 24 სექტემბრიდან დაიწო და 3 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძლდება.

ღონისძიებების პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური საშემსრულებლო ხელოვნებისა და კინოხელოვნების წარმოჩენას. 

ქართული კულტურის დღეები ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას და ასევე, ევროპელი ხალხისა და დანიის სამეფოში მცხოვრები ქართველებისათვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობასა და პოპულარიზაციას ემსახურება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი