დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოსა და ერთიანი საქართველოს იდეას - პრემიერი

27 სექტემბერი 2024, 10:36 194 ნახვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს-პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გმირთა მოედანზე, ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება, ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება აუცილებლად ახდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი