რუსეთის მიერ საავადმყოფოები, ეკლესიები რომ არ დაიბომბოს, დიახ, ეს უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, ბანერზე გამოსახულია ის, რისკენაც მოგვიწოდებდა დანილოვი - მდინარაძე

26 სექტემბერი 2024, 15:26 146 ნახვა

საზოგადოებას მკაფიოდ უნდა ვაჩვენოთ, რისკენ გვიბიძგებდნენ და რა უნდათ დღესაც. რუსეთის მიერ რომ არ დაიბომბოს და ბავშვები არ დაიხოცოს, საავადმყოფოები, ეკლესიები არ დაიბომბოს და ასეთი მსხვერპლი რომ არ გვქონდეს, დიახ, ეს უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებთან და ვიდეორგოლთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ბანერებზე ნაჩვენებია ის, რისკენაც უკრაინის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ალექსეი დანილოვი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა.

„ბანერებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ისტერიაა ატეხილი, „ფეისბუქზე“ არის საშინელი რეაქციები ნაცაგენტურის მხრიდან. ისინი ამბობენ, რა საშინელებაა, როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ ბანერზე რუსეთის მიერ დაბომბილ ობიექტს. დიახ, რუსეთის მიერ რომ არ დაიბომბოს და ბავშვები არ დახოცოს, საავადმყოფოები, ეკლესიები არ დაბომბოს და ასეთი მსხვერპლი რომ არ გვქონდეს, ეს უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. ამისკენ მოგვიწოდებდნენ პირდაპირ, თვითონ მოგვიწოდებდნენ და წარმოიდგინეთ, ჩვენ გვეუბნებიან, რატომ იყენებთ საერთოდ ამ ფოტოსო, როგორ გაბედეთ ფოტოს გამოყენებაო.

მე ვერ ვნახე ვერცერთი გაზიარება, მისი ავტორი ნაცაქტივისტი რომ არ ყოფილიყო. ჩვენ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რისკენ გვიბიძგებდნენ, რა უნდათ დღესაც. რა უნდათ დღესაც, ეს უნდა ვაჩვენოთ მკაფიოდ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს განსხვავება – ჩვენსავით როცა იქცევა ხელისუფლება, რა გვაქვს სახეზე და როცა სხვანაირად იქცევა ხელისუფლება, რა შეიძლება იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნების“ მიერ ამგვარი საარჩევნო ბანერების გამოქვეყნებას სამარცხვინო უწოდა, მამუკა მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არა პრეზიდენტი, არამედ ჩვეულებრივი ოპოზიციონერია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი