საინიციატივო ჯგუფმა "ხულო და მისი პერსპექტივები" საინფორმაციო შეხვედრა გამართა

26 სექტემბერი 2024, 14:01 336 ნახვა

საინიციატივო ჯგუფმა "ხულო და მისი პერსპექტივები" არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის პარტნიორი დარგის სპეციალისტებმა   გოდერძის უღელტეხილის, შქერნალის, კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის განხილვის პროცესში გამოკვეთილ დარღვევებზე ისაუბრეს. 

მათი განცხადებით,  აუცილებელია შეჩერდეს ხელისუფლების მხრიდან გენერალური გეგმის დამტკიცების დაჩქარებული პროცესი, რომელიც მათივე თქმით,  ადგილობრივი მოსახლეობისგან ფარულად რიგი პროცედურული, საკანონმდებლო დარღვევით მიმდინარეობს და შეიცავს მკვეთრად გამოხატულ კორუფციული გარიგებების, ასევე თანამდებობრივი გულგრილობის ნიშნებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში