ჩაქვში, ავეჯის საწარმოში ხანძარია. ადვილად აალებადი მასალის გამო, ცეცხლი კომერციულ ფართს მალევე მოედო.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა იმყოფება. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.