თეა წულუკიანმა თანამდებობა დატოვა

26 სექტემბერი 2024, 00:34 243 ნახვა

ქართული ოცნების“ საარჩევნო საარჩევნო სიაში დასახელების გამო, თეა წულუკიანი ხვალიდან კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს.

აღნიშნულის შესახებ მან რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დაემშვიდობა.

„არ მახსენდება, თუ მახსენდება, ერთი ან ორი შემთხვევა, როდესაც საიუბილეო ღონისძიებაზე სცენაზე ავსულვარ და სიტყვით გამოვსულვარ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი, არაადეკვატური და უადგილო, მაგრამ დღეს, ამ სცენაზე ვარ, რადგან უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს. თავიდან, სიურპრიზად, ელდა მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო პარლამენტში და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა „მოხულიგნოს“, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს, ეს ხანდახან პრობლემაა, ვნახავთ“, – აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის მეექვსე ნომრად წარადგინა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში