საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კოალიცია "ძლიერ საქართველოს" შეუერთდა.
ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი არის "პატრიოტი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი".