ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები

25 სექტემბერი 2024, 14:09 256 ნახვა

ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა თორნიკე რიჟვაძემ. სკოლის ტერიტორიაზე, დამატებითი სასწავლო კორპუსის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით აშენდება თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი შენობა, რომელიც 600 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. 

ამ ეტაპისთვის საძირკვლის მოწყობა მიმდინარეობს. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აჭარაში 6 საჯარო სკოლის სასწავლო კორპუსის და სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი