აშშ-ში საქართველოს ელჩს, დავით ზალკალიანს თანამდებობა არ დაუტოვებია - საგარეო უწყება

25 სექტემბერი 2024, 14:25 145 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩს, დავით ზალკალიანს თანამდებობა არ დაუტოვებია.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში