უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 155 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

25 სექტემბერი 2024, 09:52 254 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 155 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგემ ყველაზე მეტი შეტევა პოკროვსკოეს და კურახოვსკის მიმართულებით განახორციელდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ღამით უკრაინის მასშტაბით 32 “კამიკაძე-დრონი“ გაუშვა, მათგან 28 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.

საჰაერო ძალებში განმარტავენ, რომ რუსებმა ხარკოვის ოლქს С-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტითა და სამი დაუზუსტებელი ტიპის რაკეტით დაარტყეს.

საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, სუმის, პოლტავას, ნიკოლაევის, ოდესისა და ხერსონის ოლქებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში