ხულოში, სოფელ დიდაჭარაში, ჭადრაკის სახლი აშენდება.სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ კონტრაქტორი კომპანია ელექტრონული ტენდერის მეშვეობით უკვე გამოავლინა.
ახალი ჭადრაკის სახლის მშენებლობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
ჭადრაკის სახლი სოფელში 1985 წლის სექტემბერში გაიხსნა, წლების შემდეგ მას რესავრაცია ჩაუტარდა, თუმცა ამჟამად ის ამორტიზირებული და უფუნქციოა, სასწავლო პროცესს ჭადრაკის წრის მოსწავლეები მეზობლად მდებარე საჯარო სკოლაში ესწრებიან.
სამაგიდო სპორტის მიმდევრები დიდაჭარაში საკმაოდ ბევრი არიან, ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრებებშიც.
დიდაჭარის ჭადრაკის სახლს გარდა მოზარდებისა ადგილობრივი უხუცესებიც სტუმრობდნენ. ამჟამინდელი ჭადრაკის სახლის დემონტაჟი ჯერ არ დაწყებულა.