შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა,რომ ყოველდღიურად არღვევს კონსტიტუციას და ერთადერთი ნუგეში არის ის, რომ მისი ვადის ბოლომდე ორი თვე დარჩა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტი კონსტიტუციური ორგანოების შეურაცხყოფაზეა გადასული.
პრეზიდენტზე საუბრისას პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს მას მიხეილ სააკაშვილი ჩანაცვლებული ჰყავს -მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და იქიდან იძლევა ინსტრუქციებს და ამ ინსტრუქციებს უკვე ტრიბუნით სალომე ზურაბიშვილი აჟღერებს და ხელმძღვანელობს- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.