პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში. ირაკლი კობახიძე დღესაც გამართავს ორმხრივ შეხვედრებს, აუდიენცია კი უკვე ჰქონდა გაეროს გენ. მდივანთან, ამის გარდა სიტყვით გამოვიდა მომავლის სამიტზე. მსოფლიო ლიდერები უკვე იმყოფებიან ნიუ იორკში, გაეროს 79-ე სესიაზე დასასწრებად, მთავარი თემა კი წელს კონფლიქტების გადაჭრა და მშვიდობის შენარჩუნება.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ღაზაზე, უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და კლიმატის ცვლილებებზე. ხვალ ქვეყნის პრემიერ მინისტრი სიტყვით გამოვა და გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მთავარ გზავნილებს გააჟღერებს.
ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, უსაფრთხოება და მშვიდობის უზრუნველყოფა - ეს არის მთავარი საკითხები, რომლებზეც ირაკლი კობახიძე აქცენტს გააკეთებს.
გარდა ამისა მიმართავს საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. ისაუბრებს ეკონომიკურ მიმართულებებსა და ქვეყნის საგარეო ვექტორზე.