საერთაშორისო ტურნირი კანოე-კაიაკიში

24 სექტემბერი 2024, 14:01 198 ნახვა

ბათუმის ცენტრალური პარკში ნურის ტბაზე ჩატარდა საერთაშორისო შეჯიბრება კანოე-კაიაკიში ,,სუპერ სპრინტი 2024’’. გაცურვა 100-მეტრიან დისტანციაზე გაიმართა.

ტურნირში 20 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, რაც უპრეცედენტო ფაქტია, ვინაიდან მსგავსი მასშტაბის რეგატა კანოე-კაიაკიში საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.

საქართველოდან შეჯიბრებაში შვიდი რეგიონის წარმომადგენელმა იასპარეზა. ტურნირში მონაწილეობდნენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები.

ტურნირს ესწრებოდა საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი ზაზა ნადირაძე.  

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი