დეკანოზი გიორგი მამალაძე სულიერ მამას მიმართავს. წერილში, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი ორმა გაავრცელა ის მოძღვარს გასაჭირში მიტოვებაში ადანაშაულებს. სასულიერო პირი აცხადებს, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას თავად შეძლებს და ამისთვის არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ სჭირდება, თუმცა სჭირდება ნუგეშისმომგვრელი სიტყვა და ღიმილი.
წერილში დეკანოზი საქმის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძესაც ახსენებს და მიიჩნევს, რომ მან არ გაუშვა ხელიდან შანსი “გმირად” წარმოჩენილიყო და მისი ამბიცია და მავანთა მზაკვრული ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. ღმერთმა შეგვინდოს ორივეს, მას მისი საქციელი, ხოლო მე ჩემი წინდაუხედაობა.- წერს გიორგი მამალაძე. დეკანოზის წერილი ციხიდან ადვოკატებმა გამოიტანეს. ბრალდებებს გამოეხმაურა ირაკლი მამალაძეც.