აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაათვალიერა.
პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და გამაგრების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 1300 ოჯახი წელსვე ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს.
გამაგრება-რეაბილიტაცია უკვე დასრულდა 11 მისამართზე, დასრულების ეტაპზეა ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ხიმშიაშვილის, მაიაკოვსკის, 26 მაისის ქუჩებსა და ე.წ. შანხაის დასახლებაში. ე.წ. შანხაის დასახლებაში ამ ეტაპისთვის სამშენებლო სამუშაოები სრულდება.
პროექტის ფარგლებში აშენდა ორი 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ბინით დაკმაყოფილდება 129 ოჯახი. კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა სპორტული მოედანი და საპარკინგე სივრცე. პროგრამა,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე ითვალისწინებს 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.
პროგრამის ფარგლებში, ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საცხოვრებელი ბინა საჭიროების მქონე ყველა პირს ეტაპობრივად გადაეცემა. პროექტის მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები რესან კონცელიძე, ტიტე აროშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე გაეცნენ.