ფესტივალი „ოქროს თვალი“

22 სექტემბერი 2024, 11:55 545 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ოპერატორები მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელები გახდნენ - მათ ბათუმში, კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის, "ოქროს თვალის" დაჯილდოების ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციაში პრიზი გადაეცათ. ბათუმის საუკეთესო კადრის ავტორად მინდია მალაყმაძე დასახელდა, ასევე,  საუკეთესო კადრის ავტორებად სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ მაუწყებლის ოპერატორები -  გიორგი ბერიძე ,  ვახტანგ თურმანიძე, რამაზ სურმანიძე, ერეკლე კუპრეიშვილი. ფესტივალის გრან პრი ოპერატორებს დავით გუჯაბიძესა და გიორგი ხარებავას გადაეცათ.

გამოვლინდა სარისკო კადრის ავტორიც. ნომინაციაში გამარჯვებულად ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორი  მიშო  ბიძინაშვილი დასახელდა.  „ოქროს თვალი“ — კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალია, რომლის მიზანია მოტივაცია მისცეს ოპერატორებს, ტელე-კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდას. გარდა საკონკურსო ღონისძიებისა, ფესტივალი შემეცნებით და საგანმანათლებლო ტრენინგებსაც მოიცავდა, სადაც უცხოელი ექსპერტები ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი