საერთაშორისო ფესტივალის "ოქროს თვალი" - 2024 გამარჯვებულები გამოვლინდნენ

21 სექტემბერი 2024, 23:57 465 ნახვა

საერთაშორისო ფესტივალის "ოქროს თვალი" 2024 - გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. გრან-პრი ოპერატორებს დავით გუჯაბიძესა და გიორგი ხარებავას გადაეცა.

გამარჯვებულებს შორის არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ოპერატორები - ბათუმის საუკეთესო ორიგინალური კადრის ავტორად მინდია მალაყმაძე დასახელდა. ასევე,  საუკეთესო კადრის ავტორებად, სხვადასხვა ნომინაციაში, დაჯილდოვდნენ მაუწყებლის ოპერატორები -  გიორგი ბერიძე,  ვახტანგ თურმანიძე, რამაზ სურმანიძე, ერეკლე კუპრეიშვილი.

გამოვლინდა სარისკო კადრის ავტორიც. ნომინაციაში გამარჯვებულად ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორი  მიშო  ბიძინაშვილი დასახელდა. 

ოქროს თვალი - კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალია, რომლის მიზანია მოტივაცია მისცეს ოპერატორებს, ტელე-კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდას.

გარდა საკონკურსო ღონისძიებისა, ფესტივალი შემეცნებით და საგანმანათლებლო ტრენინგებსაც მოიცავდა, სადაც უცხოელი ექსპერტები ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.

საერთაშორისო ფესტივალს ზღვისპირა ქალაქმა, უკვე, მეორედ უასპინზლა. კონკურსში 80-მდე ნამუშევარი იყო წარდგენლი. გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი