უშვილობის პროგრამა - 28 ახალშობილი დაიბადა, 11 წყვილი კი შვილს ელოდება

21 სექტემბერი 2024, 11:54 233 ნახვა

უშვილობის პროგრამის ფარგლებში 28 ახალშობილი დაიბადა და ამჟამად 11 წყვილი შვილს ელოდება. 2024 წელს გაიზარდა პროგრამის „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ ბიუჯეტი და გაფართოვდა მოსარგებლეთა წრე.
პროგრამით სარგებლობა შეუძლია 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს. პროგრამა 2022 წელს დაინერგა და მისი მიზანი უშვილო ოჯახების რიცხვის შემცირება და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესება იყო. უშვილობის პროგრამის ფარგლებში დაბადებული ბავშვები მოინახულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში