ლიტერატურული ფესტივალი “ზე- კართან” გაიხსნა

19 სექტემბერი 2024, 20:03 236 ნახვა

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ზე-კართან ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება შუახევის მუნიციპალიტეტში დაიწყო და ქედაში გაგრძელდა. ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცეში ზაზა ხალვაშის მხატვრული ფილმის " ლოტო"-ს ჩვენება გაიმართა.

ასევე, შედგა ანნა ძიაპშიპას ფილმის " ავტოპორტრეტი ზღვაზე" ჩვენება.  ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ნინი სანადირიძის საჯარო ლექცია თემაზე "მუზეუმები და მეხსიერების ძალა".

ფრიდონ ხალვაშის სახლმუზეუმში, ლეილა კეკელიძემ პოეტის შემოქმედების შესახებ ისაუბრა. "ზე- კართან"  ხვალ შუახევის მუნიციპალიტეტში გაგრძელდება და 21 სექტემბერს ხულოში დასრულდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში