ფილმის ჩვენება  და  ლექცია 9 აპრილის თემაზე

09 აპრილი 2017, 00:00 2413 ნახვა

9 აპრილთან დაკავშირებით დღეს ღონისძიება ჩატარდა ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრშიც. უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიკოსმა ირაკლი ბარამიძემ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად 1989 წელს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მერიის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც. დღესვე სტუდენტებსა და მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ 9 აპრილის ფოტოქრონიკასაც გაცნობოდნენ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი