9 აპრილი მუნიციპალიტეტებში

09 აპრილი 2017, 00:00 2922 ნახვა

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ხელვაჩაურში. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა ყვავილებით შეამკეს მემორიალი.  აღნიშნეს, რომ 9 აპრილის ტრაგედია საქართველოს გათავისუფლების დაწყების სიმბოლოდ იქცა.  

9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ და  28 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას  პატივი მიაგეს ქობულეთში. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ისტორიკოსებმა.  შეკრებილთა შორის იყო ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი როსტომ გუნთაიშვილი. 

9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს ქედაშიც. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მემორიალი ტიტებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. ანსამბლმა „ელესამ" საგალობლები შეასრულა.

ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის თავგანწირული ადამიანები გაიხსენეს ხულოშიც. მათ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც.  მოსწავლეებმა კი  დღევანდელ თემატიკასთან დაკავშირებული ლექსები წაიკითხეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი