მრავალსართულიანი კორპუსის ლიფტის შახტაში კაცი ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა

18 სექტემბერი 2024, 15:08 579 ნახვა

ანგისის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად ჩვენი მაუწყებლის თანამშრომელი თენგო ზენაიშვილი დაიღუპა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ფაქტზე მოკვლევას აწარმოებს შრომის ინსპექცია.

შრომის ინსპექციის სამსახურში აჭარის მაუწყებელს განუცხადეს, რომ დაფიქსირებული დარღვევების გამო ობიექტს სამუშაო პროცესი შეუჩერდა.  მათივე განცხადებით, აღნიშნული ობიექტი მანამდეც იყო შემოწმებული, მიეცათ მითითებები და გამოეწერათ ჯარიმა.

მაუწყებელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში