ხანძარი გაჩნდა საბერძნეთის სიდიდით მეორე უმსხვილესს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ინციდენტის გამო მუშების ევაკუაცია მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ბრიგადები.
სამუშაობში ჩართული იყო სამი ვერტმფრენი და 11 სახანძრო მანქანა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქარხნის მახლობლად ავტომაგისტრალი დაკეტა და სარკინიგზო კომპანიამ სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა.