უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 195 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

18 სექტემბერი 2024, 09:46 226 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 195 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, პოკროვსკის და კურახოვსკის მიმართულებით შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია მტრის 100 შეტევა.

ღამით საჰაერო განგაში უკრაინის რამდენიმე ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის გამო ჩაირთო. გავრცელდა ინფორმაცია კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიას ოლქი დაბომბეს. შედეგად, დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, დაშავდა 3 სამოქალაქო პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი