გიორგი გახარია აცხადებს, რომ პრეზიდენტს სთხოვა, მისი და მამუკა ხაზარაძის შეხვედრა ექვსი საათისთვის გადადებულიყო, რასაც სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც გახარია წერს, შეხვედრა ექვს საათამდე გადაიდო.
„ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება.
პრეზიდენტი დამეთანხა, შეხვედრა გადაიდო ექვს საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება“, – სოციალურ ქსელში წერს გიორგი გახარია.