ცნობილი ტელეწამყვანი განაჩენის მოლოდინში

16 სექტემბერი 2024, 13:01 228 ნახვა

ყოფილი ბრიტანელი ტელეწამყვანი ჰიუ ედვარდსი, ტელეკომპანია ბი-ბი-სის საინფორმაციო პროგრამის  სახე, ვესტმინსტერის სასამართლოში გამოცხადდა. ივლისში მან დანაშაული აღიარა  ბავშვებისთვის  უხამსი სურათების გადაღებისთვის წაყენებულ  ბრალდების  პუნქტში.

ედვარდსი ბი-ბი-სის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტი და მთავარი ახალი ამბების წამყვანი იყო. მან  აპრილში ტელეკომპანია მას შემდეგ დატოვა, რაც ახალგაზრდას სექსუალური ხასიათის ფოტოებისთვის ათასობით ფუნტი გადაუხადა.

62 წლის  ედვარდსი ბრიტანეთში წლების განმავლობაში ცნობილი სატელევიზიო სახე იყო, 2022 წელს ერს დედოფალ ელისაბედის გარდაცვალება ამცნო,  აშუქებდა არჩევნებს, სამეფო ქორწილებსა და 2012 წლის ოლიმპიადის წამყვანი იყო. 

მოსამართლის განცხადებით,   განიხილება ყველა ვარიანტი, მათ შორის დაუყოვნებლივი პატიმრობა,  ცნობილი ტელეწამყვანისთვის საბოლოო განაჩენის გამოსატანად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი