ქუთაისში, კორპუსის სახურავიდან წყლის ავზი გადმოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.
ავზი სახურავიდან სავარაუდოდ, ძლიერი ქარის გამო გადმოვარდა.