შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 

16 სექტემბერი 2024, 10:01 127 ნახვა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების მეთერთმეტე საერთაშორისო ფესტივალი “ქართული ხმების“ სოლო კონცერტით დასრულდა. ლეგენდარული ანსამბლი მაყურებლის წინაშე სპეციალური პროგრამით წარსდგა, შესრულდა ქართველი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები და უკვე ჰიტებად ქცეული მუსიკალური ნომრები. დასკვნითი საღამო ფესტივალის შეჯამებით დაიწყო.

სპეციალური პრიზები გადაეცათ და ფონდ “ლირას“ დაწესებული პრემიებით დააჯილდოვეს კონკურსის გამარჯვებული სამი პიანისტი.

მათ შორის ბათუმელი ანდრია კაპანაძეა. ჯილდო მიიღო თბილისის კონსერვატორიის სტუდენტმა ბექა სიხარულიძემ, ფონდის სპეციალური პრიზი კი ჯამილ სადიზადეს გადაეცა.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფესტივალი კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებს მოიცავდა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი