ბუდაპეშტის რიგით 33-ე ღვინის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე ადგილობრივი და საერთაშორისო მსმენლის წინაშე კვარტეტი “ბათუმი” ქალაქური სიმღერებით წარსდგა. ფესტივალზე, რომელსაც ყოველწლიურად 40 000 ვიზიტორი ჰყავს, საქართველო ქართული ღვინით, გასტრონომიით და კულტურულო პროგრამით იყო წარმოდგენილი.
4 დღის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის ნაირსახეობა, ტრადიციული კერძები და დასწრებოდნენ ქართული ღვინის მასტეკლას. მრავალფეროვანი იყო ღონისძიების მუსიკალური ნაწილი. ქართველმა მომღერლებმა და ქორეოგრაფებმა სტუმრებს ხალხური თანამედროვე და ქალაქური სიმღერები შესთავაზეს.
საქართველო წელს პირველად მონაწილეობდა ღვინის ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით.