გიორგი კირთაძე: 9 აპრილის გმირების მონაპოვარია საქართველოს დამოუკიდებლობა და მას ყოველდღიური დაცვა სჭირდება

09 აპრილი 2017, 00:00 4075 ნახვა

ბათუმში, პოლიტიკური პარტიების "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს. უნივერსიტეტის წინ, ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც 9 აპრილისადმი მიძღვნილი მემორიალი უნდა დაიდგას პირველად ნაციონალური მოძრაობის წევრები გამოჩდნენ. საკრებულოს წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით ბათუმში აუცილებლად უნდა იყოს 9 აპრილის მემორიალი "9 აპრილის გმირების მონაპოვარია ის, რომ აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა და ამ მონაპოვარს ყოველდღიური დაცვა სჭირდება და ამაში ყველა უნდა იყოს ჩართული" - განაცხადა კირთაძემ, მისივე თქმით ამდენი ხანის განმავლობაში ვერ მოხერხდა მემორიალის დადგმა და 9 აპრილს დაღუპული ადამიანები იმსახურებენ ამ მემორიალს ბათუმში. 

პოლიტიკური პარტიის წევრებმა, დაღუპულთა პატივის მისაგებად, ცხრა აპრილის სიმბოლოდ აღიარებული ყვავილი - ტიტა მიიტანეს, ასევე დაანთეს სანთლები. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი