საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მოსწავლეები სასწავლო დაწესებულებებთან შეიკრიბნენ და სკოლის დაწყებას საზეიმო ვითარებაში აღნიშნავენ.
ახალი სასწავლო წლისთვის 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. აჭარაში კი 6 ათას 487 პირველკლასელია.
პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, დამატებით კიდევ 7000-მდე ბავშვს მიეცა სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 – 2024 წლებში აჭარაში 5 სკოლის და 3 სპორტდარბაზის მშენებლობა დასრულდა. 62 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის 6 სკოლის მშენებლობა და 20 სასწავლო დაწესებულების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
განათლების მინისტრის ინფორმაციით, იმ სკოლებიდან, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მოსწავლეები დროებით ალტერნატიულ მისამართებზე ივლიან, თუმცა სამუშაოები შესაბამის ვადებში უნდა დასრულდეს.