ქართული დღეები ღვინის ფესტივალზე

15 სექტემბერი 2024, 12:01 295 ნახვა

ქართული დღეები უნგრეთის დედაქალაქში გრძელდება. ფესტივალის მესამე დღეს უნგრელი და საერთაშორისო მაყურებლის წინაშე ანსამბლი ბათუმი სპეციალური პროგრამით წარსდგა. ანსამბლის წევრებმა ვიზიტორებისთვის საყვარელი ქართული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

ღონისძიების პარალელურად ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის ნაირსახეობები, ტრადიციული კერძები და ქართული ნუგბარი. წვიმის მიუხედავად, სტუმრები ღონისძიების დასრულების შემდეგაც დარჩნენ ქართულ კუთხეში, რომელიც ფესტივალისთვის საგანგებოდ მოეწყო. ფესტივალი ქართული ღვინის მასტერკლასსაც ითვალისწინებს, რომელსაც ცნობილი სომელიე პეტზოლდ ატილა უძღვება.

საქართველოს ბუდაპეშტის რიგით 33-ე ღვინის ფესტივალზე პირველად მონაწილეობს საპატიო სტუმრის სტატუსით. ფესტივალს ყოველწლიურად ათასობით მონაწილე და 40 000 ვიზიტორი ჰყავს. ღვინის დღეები უნგრეთის დედაქალაქში დღეს დასრულდება. ქართულ შემოქმედებით ღონისძიებას საღამოს კვარტეტი ბათუმი დახურავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი