ღვინის ფესტივალი ბუდაპეშტში გრძელდება

14 სექტემბერი 2024, 12:00 313 ნახვა

გვიანობამდე გაგრძელდა გუშინ ღვინის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ქართული ქორეოგრაფიული კონცერტი უნგრეთის დედაქალაქში. უცხოელი სტუმრების წინაშე ბათუმის კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ ბათუმი“ წარსდგა. ანსამბლის წევრებმა ცნობილი ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და მათმა შემოქმედებამ მაყურებელთა მოწონებაც დაიმსახურა.

ღონისძიების პარალელურად ვიზიტორებმა ქართული ღვინო და კერძები , ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებული ნუგბარი დააგემოვნეს. გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასი. რომელსაც ცნობილი სომელიე ატილა პეტზოლდი უძღვებოდა, უნგრეთი ევროკავშირის პრეზიდენტობის ფარგლებში წელს პირველად საქართველო „ბუდაპეშტის ღვინის საერთაშორისო ფესტივალის“ საპატიო მონაწილე ქვეყანაა. “საქართველო ღვინის სამშობლო” - სწორედ ამ გზავნილით არის საქართველო წარმოდგენილი ფესტივალზე.

ღვინის ფესტივალი ერთ- ერთი ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა ფესტივალს ყოველწლიურად 40 000-მდე ვიზიტორი ჰყავს. 4 დღის განმავლობაში ფესტივალზე სტუმრები გაეცნობიან საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და მიიღებენ საქართველოს შესახებ საინფორმაციო ბროშურებს. ბუდაპეშტის ღვინის რიგით 33 ფესტივალი 15 სექტემბერს დაიხურება

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში