დეპოლარიზაციას როდესაც გვთხოვენ, არ შეიძლება, საქართველოში პოლარიზაცია და რადიკალიზმი ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს - ირაკლი კობახიძე

13 სექტემბერი 2024, 12:35 147 ნახვა

ჯინ შაჰინმა თქვა, რომ ჩვენ მოვითხოვეთ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არასამთავრობოების დაფინანსების შეწყვეტა, რაც წმინდა წყლის ტყუილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, როცა დეპოლარიზაციას ითხოვენ, არ შეიძლება, საქართველოში ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს პოლარიზაცია და რადიკალიზმი.

„ჯინ შაჰინმა თქვა ტყუილი. მან თქვა, თითქოს ჩვენ მოვითხოვეთ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არასამთავრობოების დაფინანსების შეწყვეტა, რაც არის წმინდა წყლის ტყუილი. იქ საუბარი იყო ერთ რამეზე, რომ ჩვენ დეპოლარიზაციას როდესაც გვთხოვენ, არ შეიძლება, ამერიკული ფულით საქართველოში ფინანსდებოდეს რადიკალიზმი და პოლარიზაცია. ამასთან დაკავშირებით ჩაკითხვაც მოვისმინეთ არა შაჰინის, არამედ კონგრესმენის მხრიდან, რომ ვგულისხმობდით თუ არა ჩვენ კრიტიკის დაფინანსების შეწყვეტას, რაზეც დავაკონკრეტე, ეს უნდა ახსოვდეს მას, რომ იგულისხმებოდა არა კრიტიკის დაფინანსების შეწყვეტა, არამედ პოლარიზაციისა და რადიკალიზმის დაფინანსება. არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს საქართველოში პოლარიზაცია და რადიკალიზმი. როგორც აღვნიშნე, ჩაკითხვაც იყო და ამაზე დავაზუსტე, რომ კრიტიკა არ იგულისხმებოდა. ამის შემდეგ სენატორი როდესაც ასეთ ტყუილს კადრულობს და შეურაცხყოფას აყენებს ამერიკის სენატს, ამ უძვირფასეს ინსტიტუტს, ეს, რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხაროა“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში