„გზა ევროპული მომავლისკენ“ - მწვანე სექტორის ორგანიზებით ბათუმში ფორუმი იმართება. მისი მიზანი ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.
შეხვედრა ორდღიანია და ამ ხნის განმავლობში სპეციალურად მოწვეული ტრენერები მონაწილეებს გააცნობენ საქართველოს ისტორიას ევროპულ გზაზე და ასევე იმ მოწვევებსა და სიკეთეებს, რასაც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება მოუტანს. ფორუმს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მცირე მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებიან. ისინი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დადებითი მხარეების გარდა გაეცნობიან ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გამართული შეხვედრა ხვალ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებასა და მისი მნიშვნელობის შესახებ დისკუსიით დასრულდება.