პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების ყოველწლიური კონფერენცია 

11 სექტემბერი 2024, 10:48 211 ნახვა

იუსტიციის სამინისტრო და სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობენ.

საერთაშორისო კონფერენცია იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა, რომელშიც ოცდაათამდე ქვეყნის წარმომადგენელი  მონაწილეობს. კონფერენცია სასჯელაღსრულების სისტემაში განათლებისა და პრაქტიკის განვითარების საკითხებს ეძღვნება.

მისი მიზანია EPTA-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში