სარფის საბაჟოზე ნაცემი მოქალაქე დაზარალებულად ცნეს

08 აპრილი 2017, 00:00 6357 ნახვა

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე თურქმა სამართალდამცავებმა დაზარალებულად ცნეს. სახალხო დამცველის წარმომადგენელის განცხადებით, საქმეზე წინასწარი მოსმენა გაიმართა და დაზარალებულს თურქეთის ტერიტორიის დატოვების უფლება მიეცა.

თურქი სამართალდამცავი კი  არაოფიციალური ინფორმაციით სამსახურიდან გაათავისუფლეს, საგამოძიებო სამუშაოები, მისი ბრალეულობის დასადგენად მიმდინარეობს. შემთხვევა სარფის საბაჟოზე გუშინ დილით მოხდა. ადგილობრივები თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქის ცემაში დაზარალებული ახლობლები ადანაშაულებდნენ. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი