შეხვედრა აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან

10 სექტემბერი 2024, 14:18 222 ნახვა

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს  შეეხო, მათ შორის სამხედრო-საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებასა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობას. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის წვლილი.

ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის სამხედრო განათლების საკითხები განიხილეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი