კიდევ ერთი სამარცხვინო ლაქა არის არასამთავრობო სექტორის ისტორიაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა თუ როგორ შეაფასებდა შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოხსენებით წარდგება.
მისი თქმით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ეწევა პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანიას და მისი გამოსვლა იქნება ერთი სამარცხვინო ლაქა არის არასამთავრობო სექტორის ისტორიაში.
„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ წახალისებული და მოწონებული არის ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა ეს თავისთავად ვფიქრობ, რომ ზნეობრივად არასწორი საქციელია. რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და მისი ხელმძღვანელობის ქცევას, ჩვეულებრივი პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანია აქვთ, რომელსაც ისინი უპირველეს ყოვლისა საზღვარგარეთ ატარებენ, იმიტომ რომ ოპოზიციას, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ჩათვლით სურთ, რომ თავი მოაწონონ არა ქართველ ხალხს, არამედ საზღვარგარეთ. მათი რჩეულები უნდა იყვნენ და მათი ლეგიტიმაცია სჭირდებათ. კიდევ ერთი სამარცხვინო ლაქა არის არასამთავრობო სექტორის ისტორიაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.