სასმელი წყლის პრობლემა სოფელ ფერიაში

08 აპრილი 2017, 00:00 2375 ნახვა

სოფელ ფერიის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, წყალი დასალევად გამოუსადეგარია, როგორც ამბობენ, წყლის ავზი 2 წლის ხელვაჩაურის გამგეობამ გააკეთა, თუმცა წყალი მხოლოდ ერთი დღე მიეწოდებოდათ და ისიც დაბინძურებული. მოსახლეობას წყლი 12 დღის წინ აღუდგა, თუმცა კვლავ დაბინძურებული. ფერიაში მცხოვრებლებს ნაციონალური მოძრაობის წევრები შეხვდნენ. ისინი გამგეობისგან წყლის ავზისა და მილების გაწმენდას ითხოვენ. სოფელში, გამგებლის წარმომადგენლის ბეგლარ აბაშიძის თქმით, წყლის სისტემა დაზიანებული იყო. ამ წუთებში წყლის სისტემის პრობლემის გამართვაზე მუშაობენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი