გერმანია სახმელეთო საზღვრებზე საპასპორტო რეჟიმს აღადგენს

09 სექტემბერი 2024, 22:02 259 ნახვა

გერმანიაში, სახმელეთო საზღვრებზე საპასპორტო კონტროლი დროებით აღდგება და იგი ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება - ამის შესახებ განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნენსი ფაიზერმა განაცხადა.

მისივე თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს უკვე ეცნობა. 16 სექტემბრიდან საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, ნიდერლანდებთან, ბელგიასა და დანიასთან სასაზღვრო კონტროლი დაიწყება და თავდაპირველად ექვს თვეს გაგრძელდება.

ამ გადაწყვეტილების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ისლამისტური ტერორისტული ჯგუფებისა და საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციებისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დასაცავად. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს შიდა უსაფრთხოებას კონკრეტული ქმედებით და ვინარჩუნებთ მკაცრ პოზიციას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ“, - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი