შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

09 სექტემბერი 2024, 14:08 372 ნახვა

ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მუსიკოსები ნამდვილ დღესასწაულს მოაწყობენ და მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგებიან. 

5 დღის განმავლობაში ბათუმი გახდება კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი, ზღვისპირა ქალაქს  ჯადოსნური ჰანგები მოეფინება. ღონისძიება ოფიციალურად ხვალ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტით გაიხსნება, რომელიც 20:00 სთ-ზე დაიწყება, დღეს კი პრესკონფერენცია ჩატარდა.

ფესტივალი UNESCO-ს ორგანიზაციის უწყვეტი პატრონაჟით მე-11 ტარდება. დაარსების დღიდან ფესტივალის მისიაა ქვეყნის საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა, ქართველი ტალანტებისთვის კი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

წელს პირველად ფონდი „ლირა“ ფესტივალის ფარგლებში დააწესებს პრემიებს გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა პიანისტებისთვის და შესთავაზებს მასტერკლასებს პატარა მევიოლინეებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი